პეტრო პოროშენკო ვლადიმერ პუტინს მილანში შეხვდება

პეტრო პოროშენკო ვლადიმერ პუტინს მილანში შეხვდება

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს 16-17 ოქტომბერს მილანში შეხვდება. გავრცელებული ინფორმციით, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა სავარაუდოდ, მომდევნო კვირას მილანში გასამართი ევროპა-აზიის ფორუმის დროს გაიმართება.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის იური უშაკოვის განცხადებით, გამორიცხული არ არის შეხვედრა ნორმანდიის ფორმატში გაიმართოს, რომლის დროსაც ერთმანეთს ანგელა მერკელი, ფრანსუა ოლანდი, ვლადიმერ პუტინი და პეტრო პოროშენკო შეხვდნენ. უკრაინული მედიის ცნობით, საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის შესახებ მიღებული არ არის. პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმერ პუტინს შორის ბოლო შეხვედრა მინსკში, 26 აგვისტოს გაიმართა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა