ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია ფრანგ მწერალს გადასცეს

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია ფრანგ მწერალს გადასცეს

2014 წლის ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში ფრანგ მწერალს პატრიკ მოდიანოს გადაეცა. "ბიბისის" ცნობით, ფრანგ მწერალს ნობელის აკადემიის პრიზი გადაეცა მეხსიერების ხელოვნებისთვის, რომლის წყალობითაც მან ყველაზე მიუწვდომელი ადამიანური ბედისწერა აღწერა და ოკუპაციის ცხოვრებისეული სამყარო აღმოაჩინა.

პატრიკ მოდიანოს ნაწარმოებების უმრავლესობა მის ცხოვრებასა და საფრანგეთში მეორე მსოფლიო ომის დროს ოკუპაციის პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ეფუძნება. 69 წლის პატრიკ მოდიანომ პირველი რომანი La Place de l'Etoile 1968 წელს გამოიცა. ფრანგი მწერალი ფულადი ჯილდოს სახით 10 მილიონ შვედურ კრონს მიიღებს. ნობელის პრემიის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია დეკემბერში სტოკჰოლმში გაიმართება. ხვალ ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში გამოვლინდება. 2013 წელს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში კანადელ მწერალს ელის მანდროს გადაეცა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა