''რომ მითხრეს, თინა მახარაძე იქნება შენი თანაწამყვანიო, შევიცხადე...''

''რომ მითხრეს, თინა მახარაძე იქნება შენი თანაწამყვანიო, შევიცხადე...''

3 ოქტომბერს ''რუსთავი 2''-ზე დაიწყო გადაცემა, ძველი სახელწოდებით ''ბრავო'', ახალი წამყვანებით, განახლებული ფორმატითა და საინტერესო მონაწილეებით. 16 მონაწილე და მათი 16 ლობისტი თქვენ უკვე ნახეთ პირველ გადაცემაში. შემდეგ ლაივკონცერტებზე ორ-ორი მომღერალი შეეჯიბრება ერთმანეთს, მათი ლობისტები კი მომღერლების დასახმარებლად შოუს წარმოგვიდგენენ. ამ ორიდან მაყურებელი ესემესების საშუალებით შეარჩევს ერთს, რომელიც ნახევარფინალში მაყურებლის დანარჩენ ფავორიტებთან ერთად გააგრძელებს ბრძოლას გამარჯვებისთვის.

გადაცემის წამყვანები მუსიკოსი სტეფანე მღებრიშვილი და მსახიობი თინა მახარაძე გახლავან. ამ ამპლუაში ისინი პირველად არიან.

- როგორ მოხვდით ამ პროექტში, კასტინგი ჩატარდა თუ პირდაპირ შემოგთავაზეს ახალი გამოწვევა?

თინა:

- დამირეკეს, მითხრეს, რომ ამ პროექტის წამყვანად მოვიაზრებოდი. პირველივე სინჯი რომ ჩავწერეთ მე და სტეფანემ, გამოვიდა. ეს იყო და ეს.

სტეფანე:

- დამირეკეს და მითხრეს, თინა მახარაძე რომ იყოს შენი თანაწამყვანი, რას იტყვიო. მე შევიცხადე (იცინის). ასე რომ, პირველს მე დამირეკეს.

თინა:

- მასე მეც მითხრეს, სტეფანეს ვირჩევთ შენს მეწყვილედო. ასე რომ, ვერ ვიტყვით, რომელს რომელი მოგვარგეს.

- როგორ მიიღეთ ახალი გამოწვევა?

- ნამდვილად საინტერესო შემოთავაზება იყო. ძალიან ბევრი სხვა არხისგან, საკმაოდ ცნობილი შოუპროგრამებისგან მქონია შემოთავაზება და უარი მითქვამს. ამ ტელევიზიას ყველა კომპონენტში ვენდობი. ვიცი, რომ შექმნის ისეთ პროდუქტს, რომელსაც მაყურებლის პოზიციი-დანაც ადევნებ თვალყურს, ჩართულიც რომ არ იყო.

- სტეფანე, მაყურებელი გიცნობს როგორც მომღერალს, მუსიკოსს, ჟიურის წევრს, მაგრამ არა როგორც ტელეწამყვანს. როგორ ფიქრობ, არის ეს გარკვეულწილად რისკი შენი მხრიდან?

- ცხოვრება რისკია, სუნთქვაც კი რისკია (იღიმება). მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელმა პირველი გადაცემა უკვე ნახა, წინასწარ პროგნოზების გაკეთება არ მიყვარს. სხვა მიმართულე-ბებით მაქვს გამოცდილება, რის გამოც ამ ახალი გამოწვევის არ მეშინია. სხვათა შორის, მეც მქონია შემოთავაზება სხვა პროექტებიდან, ტელევიზიებიდან, მაგრამ სწორედ ''რუსთავი 2''-ის ფაქტორმა გადამაწყვეტინა, მიმეღო ახალი გამოწვევა. ამ გადაცემის პროდიუსერი ''X ფაქტორში'' გავიცანი, ვენდობი და მჯერა, კარგ პროდუქტს დადებს.

- პირველივე გადაცემაში ძალიან თავისუფლად გრძნობდით თავს ერთმანეთის გვერდით, მანამდე იცნობდით ერთმანეთს?

თინა:

- მე და სტეფანემ აქ გავიცანით ერთმანეთი. როგორც მომესალმა, პირველი წინადადება რა ინტონაციითა და რა დამოკიდებულებითაც თქვა, ურთიერთობაც ისე გავაგრძელეთ. როგორც ვდგავართ სცენაზე, ისევე ვართ სცენის მიღმაც. პროდიუსერებმა პირველივე რეპეტიციაზე თქვეს, რომ ჩვენ შორის ქიმია შედგა. სტეფანე უზომოდ კომფორტული პარტნიორია. მგონია, რომ ჩვენი სახით გამორჩეული წყვილი შედგა. არ ვტიპობთ, ძალიან ბევრი ფაზა გვაქვს, ვართ ისინი, ვინც რეალურად ვართ და თან, კარგ როლებსაც ვირგებთ.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება