თურქეთში სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

თურქეთში სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

ექვსი ადამიანი დაიღუპა თურქეთში სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად. "როიტერის" ინფორმაციით , ორი პოლიციელი დაიღუპა თურქეთის აღმოსავლეთით მდებარე პროვინცია ბინგოლში, 4 დემონსტრანტი კი გაზიანთებში კობანის მხარდამჭერთა და მოწინააღმდეგეთა შეტაკებებს ემსხვერპლა.

თურქეთის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც თურქეთ-სირიის საზღვრისპირა ქალაქი კობანის დიდი ნაწილი "ისლამურმა სახელმწიფომ" დაიკავა. თურქეთში მცხოვრები ქურთები ქვეყნის ხელისუფლებას "ისლამური სახელმწიფოსადმი" უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

კვირის დასაწყისიდან მოყოლებული თურქეთში საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის მოყოლებულ შეტაკებებს სულ მცირე 25 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც გუშინ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავაშოღლუმ ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თურქეთი დამოუკიდებლად არ განახორციელებს სახმელეთო ოპერაციას სირიაში, "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა