ოლგა კურილენკო: ''როცა შინ ვბრუნდები და მაკიაჟს ვიშორებ, ჩვეულებრივი ნაცრისფერი თაგუნია ვხდები''

ოლგა კურილენკო: ''როცა შინ ვბრუნდები და მაკიაჟს ვიშორებ, ჩვეულებრივი ნაცრისფერი თაგუნია ვხდები''

ეკრანებზე გამოვიდა ფილმი ''ნოემბრის კაცი'', რომელშიც ოლგა კურილენკომ პირს ბროსნანს გაუწია პარტნიორობა. უკრაინული წარმოშობის ვარსკვლავისთვის ეს კიდევ ერთი წარმატებაა ჰოლივუდურ სამყაროში.

- ''ნოემბრის კაცში'' თქვენი გმირი ბონდის გოგონას ახალი ვერსიაა?

- სულაც არა. ის ოფისის თანამშრომელია, რაიმე სპეცმომზადების გარეშე, თუმცა შემდეგ ნამდვილ ბრძოლებში ჩაერთვება. მას არ სურს ავანტიურებში მონაწილეობა, მაგრამ არჩევანი არ აქვს.

- თუმცა თქვენ ისევ სუპერგმირის მეგობრის როლში ხართ. რით მიგიზიდათ ამ როლმა?

- ჩემს გმირს ბევრი საიდუმლო აქვს. პარიკი და მინი-ქვედატანი მხოლოდ ნიღაბია. ის თანდათან იგებს ბევრ რამეს საკუთარ თავზე, მაყურებელი კი - მასზე. მიმიზიდა იმან, რომ ჩემი გმირი ცენტრალური ფიგურაა და ამ დროს ბოლომდე არ ხსნის კარტებს. თანაც, ვგიჟდები ტრილერებზე.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება