თემურ გიორგაძემ თანამდებობა დატოვა

თემურ გიორგაძემ თანამდებობა დატოვა

თბილისის საკრებულომ თემურ გიორგაძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განაცხადი დააკმაყოფილა.

თემურ გიორგაძის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე თანხმობის მიცემის საკითხს დღეს თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა უყარეს კენჭი. თემურ გიორგაძე საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლდა. საკითხს მხარი 37-მა დეპუტატმა დაუჭირა, 6 კი – წინააღმდეგი იყო.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას თბილისის მერის იურიდიული სამსახურის უფროსმა გურანდა რომანაძემ განაცხადა, სააგენტოს ახალი უფროსის კანდიდატურას მერია საკრებულოს მომავალ კვირაში წარუდგენს.

თემურ გიორგაძე თბილისის საგანგებო სიტუაციათა საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე 2002 წელს დაინიშნა. აღნიშნული საქალაქო სამსახურის ბაზაზე შემდეგ საგანგებო და გადაუდებელი მართვის სააგენტო ჩამოყალიბდა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ