"ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკებმა" ერაყელი ოპერატორი მოკლეს

"ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკებმა" ერაყელი ოპერატორი მოკლეს

"ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკებმა" ერაყელი ოპერატორი და მისი ძმა მოკლეს. AFP-ის ინფორმაციით, 37 წლის რაად ალ-აზავი ადგილობრივი ტელევიზიის ოპერატორი იყო. ჯიჰადისტებმა ასევე მოკლეს ტიკრიტთან მდებარე სოფელ სამრას ორი მშვიდობიანი მოსახლე. არსებული ინფორმაციით, "ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკებმა ოთხივე მოკლული გასულ კვირას გაიტაცეს.

"ბიბისის" ცნობით, ერაყის ხელისუფლებამ თხოვნით მიმართა აშშ-ს, სახმელეთო ჯარებით გაუწიოს დახმარება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში. ჯიჰადისტთა დაჯგუფება ერაყის დასავლეთით მდებარე პროვინცია ანბარის დედაქალაქ რამადიზე ახორციელებს თავდასხმებს და ქალაქში მდებარე სამხედრო ბაზები დაიკავა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა