მერლინ მონროს რომანი საკუთარ მასწავლებელთან ჰქონდა

მერლინ მონროს რომანი საკუთარ მასწავლებელთან ჰქონდა

წლების განმავლობაში მერლინ მონრო არავის უთმობდა სექს-სიმბოლოს სტატუსს. მსახიობს უამრავი რომანი ჰქონდა ცნობილ პოლიტიკოსებთან, რეჟისორებთან, მწერლებთან, სპორტსმენებთან. იგი სამჯერ იყო გათხოვილი. მას მიაწერდნენ კავშირს ჯოან კროუფორდთან, მარლენ დიტრიხთან და ბარბარა სტენვიკთან. მონროს კიდევ ერთი უცნობი რომანის შესახებ, მწერალი ლუის ბანერი საკუთარ წიგნში წერს.

2 წლის განმავლობაში მონროს სასიყვარულო კავშირი ჰქონდა სამსახიობო ოსტატობის მასწავლებელთან ნატაშა ლიტესთან, რომელთან ერთადაც იგი 1948-1955 წლებში მუშაობდა. რომანის დამადასტურებელი წერილის შეძენა ინტერნეტ-აუქციონზეა შესაძლებელი.

"მის ლიტესმა გამათავისუფლა. მან მე გაწონასწორებული გამხადა და ცხოვრება მასწავლა. რაც მაქვს, ყველაფერი მისი დამსახურებაა", - აღნიშნავდა მონრო. "რატომაც არა? სექსი - ეს ისაა, რითიც იმ ადამიანებთან კავდები, რომლებიც მოგწონს" - აუხსნა მსახიობმა თავის ახლო მეგობარს ტედ ჯორდანს, რომელმაც ლიტესთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება