ირინა ბაირამაშვილის მეუღლეს უკრაინელი გოგონები ეპრანჭებიან

ირინა ბაირამაშვილის მეუღლეს უკრაინელი გოგონები ეპრანჭებიან

მომღერალი ირინა ბაირამაშვილი და მისი მეუღლე ზაფხულის ცხელ დღეებს ზღივისპირა ქალაქ ბათუმში ატარებენ. როგორც ირინა ამბობს, ისინი ერთმანეთზე "გიჟდებიან": "თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ, უფლის წყალობით. მინდა, რომ ეს ბედნიერება არასდროს დასრულდეს".

- მე და ჩემი მეუღლე ბათუმში ვისვენებთ. აქ ჯერ სიმშვიდეა და შესაბამისად, გვეძლევა საშუალება, მშვიდად დავისვენოთ, ერთმანეთით დავტკბეთ. ზღვა და მზე ორივეს ძალიან გვიყვარს.

- მას მერე, რაც ერთად ცხოვრობთ, რა თვისებები აღმოაჩინეთ ერთმანეთში?

- ჩვენ ურთიერთობაში ჯერჯერობით, არაფერი შეცვლილა, ერთმანეთის გვერდით თავს ძალიან კარგად ვგძნობთ. განსხვავებული თვისებები არ აღმოგვიჩენია, პირიქით, რაც უფრო მეტად გადის დრო, მით უფრო ბევრ საერთოს ვპოულობთ ერთმანეთში და ეს ძალიან გვიხარია. სასიამოვნოა, როცა საყვარელი ადამიანის აზრები და შეხედულებები არ გაღიზიანებს. ბუნებით ორივე თბილი და გულწრფელი ვართ. გვაქვს ერთნაირი მუსიკალური გემოვნება, ჩაცმის სტილი და კიდევ უამრავი რამ გვაქვს საერთო, რაც საბოლოო ჯამში, ხელს გვიწყობს იმაში, რომ იდეალური წყვილი ვიყოთ და ჩემი აზრით, ვართ კიდეც.

- ახალი ოჯახის წევრებს როგორ შეეგუე?

GzaPress- მიკას ოჯახის წევრებთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ამ ადამიანებმა ოჯახში ისე მიმიღეს, როგორც შვილი. მათან ურთიერთობისას ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს დიდი ხანია, ყველას ვიცნობ. განსაკუთრებით კარგი ურთიერთობა მაქვს დედამთილთან, რომელსაც დაქალს ვეძახი. მასთან ერთად შემიძლია, ყავა დავლიო და თბილად, ტკბილად ვისაუბრო.

- როგორც ვიცი, ქორწილი აგვისტოში გაქვთ დაგეგმილი, არა?

- დიახ, ქორწილი აგვისტოში გვექნება. უკვე ვემზადებით ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი დღის აღსანიშნავად; ვარჩევთ საპატარძლო კაბას და ჭკუაზე არ ვართ. ქორწილის ორგანიზება საკუთარ თავზე ავიღეთ. იმედია, ყველაფერს კარგად გავართმევთ თავს და ამ დღით თითოეული სტუმარი კმაყოფილი დარჩება.

- ქორწილი შემდეგ საქორწილო მოგზაურობაში მიდიხართ?

- დიახ, თაფლობის თვის გასატარებლად პარიზში გავემგზავრებით. დარწმუნებული ვარ, საყვარელ ადამიანთან ერთად, სიყვარულის ქალაქში დაუვიწყარ დღეებს გავატარებ.

- ბათუმში ოჯახი წევრებთან ერთად ისვენებთ, არა?

- ჩვენთან ერთად არის ჩემი და და დისშვილი. არაჩვეულებრივად ვერთობით და ვისვენებთ.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება