''ჩემზე მსმენია, რომ მასონი ვარ...''

''ჩემზე მსმენია, რომ მასონი ვარ...''

ანინა ტეფნაძე მოთხრობებს 17 წლიდან წერს. უკვე საკმაოდ ბევრი იცნობს მის მოთხრობებს და ალბათ, უფრო მეტი მკითხველი ჰყავს ანინას ბლოგებს, რომელშიც აქტიურობს.

2010 წელს ''ერთი მოთხრობის კონკურსში'' პირველი ადგილი მოიპოვა და მას შემდეგ მისი მოთხრობები შევიდა რამდენიმე კრებულში, სადაც საუკეთესოთა შორის საუკეთესოთა ნამუშევრებს ათავსებენ. ''ჩემი შეყვარებულის შეყვარებული'' ამ ავტორის პირველი კრებულია, რომელშიც ოცი მოთხრობაა შესული. შეკითხვაზე, თუ რას წერს ახლა, ასე უპასუხა: ''რაღაც დიდს, ვნახოთ, რა გამოვა, დაველოდოთ''...

სახელი გვარი, დაბადების თარიღი, პროფესია, სამუშაო გამოცდილება...

ანინა ტეფნაძე, 18.07.1991. პროფესიით ლიტერატურათმცოდნე ვარ, მაგრამ სულ სხვა სფეროში, ციფრულ მარკეტინგში ვმუშაობ.

ადგილი და ოჯახი, სადაც დავიბადე და გავიზარდე...

თბილისში დავიბადე, ავლაბარში და კარგა ხანს თბილისის კორპუსებიანი, ურბანული ნაწილის შესახებ არაფერი ვიცოდი. მეგონა, თბილისი მხოლოდ ძველი ეკლესიები, ნანგრევები და კლდეები იყო, იტალიური ეზოებითა და აივნებიანი სახლებით. რაც შეეხება ოჯახს, ჩემი მშობლები მასწავლებლები არიან და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ კარგი განათლება მიმეღო.

ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

კოსმონავტი.

წერა დავიწყე, როცა...

საკითხავი შემომელია.

ანინას ბლოგი...

არის ადგილი, სადაც ვიპარები ხოლმე და ვცდილობ, უცხო თვალით წავიკითხო ჩემი ნაწერები.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება