სოჭში ოქტომბრის ბოლოსთვის დაგეგმილი მერკელისა და პუტინის შეხვედრა აღარ გაიმართება

სოჭში ოქტომბრის ბოლოსთვის დაგეგმილი მერკელისა და პუტინის შეხვედრა აღარ გაიმართება

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა გააუქმა, - ამის შესახებ "Spiegel" გერმანიის მთავრობაში სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნული შეხვედრა სოჭში, ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ოქტომბრის ბოლოს უნდა გამართულიყო და მიზეზი, რომელიც ამ შეხვედრის გაუქმებას უკავშირდება, უკრაინაში არსებული არასტაბილური ვითარებაა. გამოცემის ინფორმაციით, ასევე, გაუქმებულია რუსეთთან მთავრობათაშორისი კონსულტაციებიც. გამოცემა აღნიშნავს, რომ არსებულ ვითარებაში ბერლინი მიზანშეუწონლად არ მიიჩნევს მთავრობის წევრებსა და მთავრობის მეთაურთა დონეზე შეხვედრის გამართვას.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა