თურქეთი თანახმაა, "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ამერიკამ თურქეთის სამხედრო ბაზები გამოიყენოს

თურქეთი თანახმაა, "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ამერიკამ თურქეთის სამხედრო ბაზები გამოიყენოს

თურქეთი თანახმაა, აშშ-მა თურქეთის ტერიტორია და სამხედრო ბაზები გამოიყენოს ერაყსა და სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლისთვის. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების მრჩეველმა სიუზან რაისმა განაცხადა. ტელეკომპანია NBC-ის ეთერში გამოსვლისას სიუზან რაისმა აღნიშნა, რომ თურქეთი თანახმაა აშშ-მა გამოიყენოს მისი სამხედრო ბაზები სირიის ზომიერი ოპოზიციის მოსამზადებლად.

"აშშ-ი მიესალმება ახალ შეთანხმებას, რომელიც ასევე გულისხმობს თურქეთის სამხრეთით ინჯირლიკის ბაზის გამოყენებას", - განაცხადა სიუზან რაისმა. სექტემბერში "ისლამურმა სახელმწიფომ" თურქეთ-სირიის საზღვრზე მდებარე ქალაქ კობანის თითქმის მესამედზე დაამყარა კონტროლი. შეტაკებებს სულ მცირე 500 ადამიანი ემსხვერპლა, 200 ათასმა მოსახლემ კი ქალაქ დატოვა და თურქეთში გადავიდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა