ჯენიფერ ლოურენსი ახალ ფოტოსესიაში გაშიშვლდა (+ ფოტოგალერეა)

ჯენიფერ ლოურენსი ახალ ფოტოსესიაში გაშიშვლდა (+ ფოტოგალერეა)

ფილმ ”შიმშილის თამაშების” ვარსკვლავმა ჯენიფერ ლოურენსმა, რომელიც ჟურნალ FHM-ს გამოკითხვის შედეგად, პლანეტის ყველაზე სექსუალურ ქალად დასახელდა, ახალ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. მსახიობმა პოპულარული გამოცემის, Vanity fair-ს ყდა დაამშვენა. პიკანტურ ფოტოებზე მსახიობი სრულიად შიშველი პოზირებს აუზში, ხელზე კი თუთიყუში აზის. გარდა ამისა, ჟურნალში მისი სხვა მაცდური ფოტოებიც გამოქვეყნდება.

ფოტოგადაღების დროს ლოურენსმა განაცხადა, რომ მისთვის შოკისმომგვრელი ფაქტი იყო ჰაკერების მიერ მისი ინტიმური ფოტოების ინტერნეტში გავრცელება, მაგრამ ის უკვე დამშვიდდა და მხოლოდ იმას მოითხოვს, რომ გარყვნილი ჰაკერები დაისაჯონ.

”ხომ იცით, დრო ყველაფერს კურნავს. ამის გამო უკვე აღარ ვტირი. არც ვბრაზდები. თუმცა არ შემიძლია წყნარად ძილი, სანამ ამ ადამიანებს არ დაიჭერენ. ხომ შესაძლებელია, რომ საერთოდ ვერც დაიჭირონ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია შინაგანი სიმშვიდის მოპოვება”, - განაცხადა მსახიობმა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია like.lb.ua-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება