სირიაში შეტაკებების დროს პანკისელი მებრძოლი დაიღუპა

სირიაში შეტაკებების დროს პანკისელი მებრძოლი დაიღუპა

სირიაში, ქალაქ კობანში მომხდარი შეტაკებების დროს პანკისელი მებრძოლი დაიღუპა, - ეს ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ დაუდასტურა. მათე ქავთარაშვილის თქმით, 22 წლის გურამ გუმაშვილი სოფელ დუისიდანაა და ის სამუშაოდ თურქეთში დადიოდა. მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახის წევრებისთვის უცნობია, როგორ აღმოჩნდა ის სირიაში.

არსებული ინფორმაციით, სირიაში ამ დროისთვის 50-მდე პანკისელი მებრძოლი იმყოფება. რამდენიმე კვირის წინ სირიაში შეტაკების დროს 18 წლის ბესო კუშტანაშვილი დაიღუპა. ის პანკისის ხეობის სოფელ ომალოში ცხოვრობდა. ოჯახის ახლობლების თქმით, მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ კუშტანაშვილი სირიაში იმყოფებოდა. მათივე თქმით, კუშტანაშვილი სოფელ ომალოში ბოლოს რამდენიმე თვის წინ იმყოფებოდა, შემდეგ კი წავიდა თურქეთში, სადაც ერთ-ერთ საწარმოში მუშაობდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა