თითქმის შიშველი ივანა მელაი და რატი წითელაძე ვნებიან ფოტოსესიაში (+7 ფოტო)

თითქმის შიშველი ივანა მელაი და რატი წითელაძე ვნებიან ფოტოსესიაში (+7 ფოტო)

გურამ ლომიძის მეგობარმა ქალმა, მომღერალმა ივანა მელაიმ ახლახან პარიზში უმძიმესი ოპერაცია გაიკეთა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და მომღერალი უკვე დაბრუნდა თბილისში. ის ალბათ, მალევე დაუბრუნდება ჩვეულ აქტიურ ცხოვრებას. თუმცა ვიდრე მელაი მაყურებელს ახალ სანახაობას შესთავაზებს, ვიდეოპორტალ Youtube-ზე ყოველდღიურად უფრო და უფრო პოპულარული ხდება ვიდეო, რომელშიც ის სპორტსმენ რატი წითელაძესთან ერთად ძალიან გამომწვევად პოზირებს. როგორც ვიდეოს აღწერაშია მითითებული, ფოტოსესია პროექტ "მე მიყვარს ქართველების" ფარგლებში მოეწყო.

რაც შეეხება რატი წითელაძეს, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა სპორტსმენს მსოფლიო მასშტაბით არაერთი წარმატება აქვს მოპოვებული, ის ქართველმა აუდიტორიამ არა სპორტული მიღწევებით, არამედ მისი პრომო-ვიდეოებით გაიცნო, რომელშიც წითელაძე ხაზგასმით წარმოაჩენს დაკუნთულ სხეულს, რამაც გოგონებში დიდი პოპულარობაც მოუტანა. ცნობილია, რომ ამჟამად რატი სპორტზე მეტად კინოთია გატაცებული და შესაბამისად, უახლოეს მომავალში მისი ხილვა არა სპორტულ არხებზე, არამედ კინოთეატრებში შეეძლება მაყურებელს.

გთავაზობთ კადრებს ივანა მელაისა და რატი წითელაძის ერთობლივი ფოტოსესიის გადასაღები მოედნიდან.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება