თურქეთის მთავრობა არ ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ანკარა თანახმაა დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ საბრძოლველად აშშ-ს ქვეყნის სამხედრო ბაზები დაუთმოს."დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ამის შესახებ, თურქეთის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ თემაზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის.
ამგვარად, ანკარა უარყოფს ვაშინგტონის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თურქეთმა აშშ-ის სამხედრო ავიაციას საბრძოლო გაფრენებისთვის საკუთრი სამხედრო აეროპორტები დაუთმო, რის შესახებაც ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სიუზან რაისმა განაცხადა.