კატალონიის ხელისუფლებამ რეფერენდუმი გააუქმა

კატალონიის ხელისუფლებამ რეფერენდუმი გააუქმა

კატალონიის რეგიონულმა ხელისუფლებამ დამოუკიდებლობის შესახებ ნოემბერში გასამართი რეფერენდუმი გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს. კატალონიის ხელისუფლება რეფერენდუმის გამართვას 9 ნოემბერს გეგმავდა, მიუხედავად ესპანეთის ხელისუფლების განცხადებისა, რომ ეს არაკონსტიტუციური იყო.

კატალონიის პრეზიდენტის არტურო მასის პრესსპიკერის ცნობით, კონკრეტულ დეტალებზე განაცხადებას პრეზიდენტი დღეს გააკეთებს. "ბიბისის" ინფორმაციით, ესპანეთში არსებული ეკონომიკური კრიზისის შედეგად, კატალონიელებს შორის დამოუკიდებლობის მხარდამჭერები გაიზარდნენ.

19 სექტემბერს რეგიონულმა პარლამენტმა მხარი დაუჭირა კატალონიის პრეზიდენტისთვის რეფერენდუმის ჩატარების უფლებამოსილების მინიჭებას. ესპანეთის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. საკონსტიტუციო სასამართლო საკითხის განხილვას დათანხმდა, თუმცა შესაძლოა, ამას წლები დასჭირდეს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა