რისი ყიდვა შეგიძლიათ, თუ მილიონერი ხართ

რისი ყიდვა შეგიძლიათ, თუ მილიონერი ხართ

იყო მილიონერი - ნიშნავს, გქონდეს ბევრი ფული, მაგრამ რას გააკეთებდით მთელი ამ აურაცხელი სიმდიდრით? გთავაზობთ ნივთების ჩამონათვალს, რომელსაც მილიონერები ფლობენ.

სულ რამდენიმე მილიონად, ან უფრო იაფადაც კი, შესაძლოა, ტროპიკულ კუნძულს დაეპატრონოთ. ეს მშვენიერი ადგილია, სადაც კუთვნილი იახტით მოგზაურობას შეძლებდით, თუკი განმარტოვება მოგინდებოდათ. ააშენეთ სახლი და ისიამოვნეთ სუფთა ჰაერით, საკუთარ კუნძულზე.

ჩანჩქერი, რომელიც პირდაპირ თქვენს გიგანტურ აუზში ჩაედინება. იბანავეთ მდიდრულად საკუთარ აპარტამენტებში არსებული ჩანჩქერით და მოიწვიეთ მეგობრები. ადგილი ყველასთვის საკმარისი იქნება.

საიდუმლო ოთახი წიგნების კარადის უკან. ალბათ, მსგავსი რამ მხოლოდ ფილმებში გვინახავს, თუმცა, ნამდვილად საინტერესო იქნებოდა საიდუმლო ოთახის ფლობა, რომლის არსებობის შესახებ, თქვენს გარდა, არავის ეცოდინებოდა.

რას ფიქრობთ პირადი თვითმფრინავის შესახებ? იფიქრეთ იმ ადგილებზე, სადაც მოგზაურობას შეძლებდით. ამასთან, არ მოგიწევდათ დამღლელი რიგები აეროპორტში და ათასგვარი საბუთების წარდგენა. წაიყვანეთ ოჯახის წევრები და მეგობრები და ნახეთ მსოფლიო საკუთარი თვითმფრინავით.

ლეგო კედლები, ოთახის ოთხივე კედელზე, რა თქმა უნდა, იატაკის გამოკლებით, რადგან ამ, ერთი შეხედვით, უწყინარ სათამაშოებს, ტკივილის მოყენებაც შეუძლიათ. კედლები, რომელიც თქვენს კრეატიულ ხედვას გააღვიძებს.

კინოთეატრში ყოფნის დროს, ალბათ ყველას გვიოცნებია ცოტაოდენ კომფორტზე, ან მაგალითად იმაზე, რომ სავარძლის ნაცვლად, უცებ ლოგინში აღმოვჩენილიყავით. ეს სულაც არ არის რთული, თუკი, სურვილის ასასრულებლად საკმარისი თანხა გაგაჩნიათ. ოთახი გიგანტური ეკრანით და იატაკზე მოფენილი უამრავი ფუმფულა ბალიშით თქვენს განკარგულებაში იქნება.

იახტა მშვენიერი შენაძენი იქნება. თუკი, უკვე ფლობთ კერძო თვითმფრინავს, ახლა დროა, ღია ზღვაში ცურვით ისიამოვნოთ.

გახდით რბოლისთვის განკუთვნილი საკუთარი გზატკეცილის მფლობელი. უბრალოდ, არ დაგავიწყდეთ რამდენიმე ძვირადღირებული და სწრაფი მანქანის შეძენა. ეს ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და იმავდროულად სახიფათო გასართობი იქნება თქვენთვის.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა