ებოლას ვირუსით გაერო-ს თანამშრომელი გარდაიცვალა

ებოლას ვირუსით გაერო-ს თანამშრომელი გარდაიცვალა

გერმანიაში ებოლათი ინფიცირებული გაერო-ს თანამშრომელი გარდაიცვალა. "ბიბისის" ინფორმაციით, მამაკაცი ლაიფციგის კლინიკაში გადიოდა მკურნალობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, დასავლეთ აფრიკაში ებოლას ვირუსს მარტიდან მოყოლებული ოთხი ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ყველაზე მეტი ადამიანი ლიბერიაში, სიერა ლეონეში და გვინეაში დაიღუპა.

ებოლას ვირუსით გამოწვეული დაავადება წარმოადგენს მძიმე, ხშირად ადამიანისთვის სასიკვდილო დაავადებას. ვირუსი იწვევს ჰემორაგიულ ცხელებას, თავის ტკივილს და ზოგად სისუსტეს, ვითარდება დიარეა, ღებინება, გამონაყარი, ღვიძლთან და თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები. დაავადება ადამიანიდან ადამიანზე შეიძლება გავრცელდეს ორი გზით - ინფიცირებულ სისხლთან პირდაპირი კონტაქტისა და სისხლის კონტამინირებულ საგნებთან კონტაქტის გზით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა