მომიტინგეებმა უკრაინის რადაში შეჭრა სცადეს

მომიტინგეებმა უკრაინის რადაში შეჭრა სცადეს

უკრაინის უმაღლეს რადასთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს."უნიანის" ინფორმაციით, მომიტინგეები უკრაინის რადას შენობაში შეჭრას შეეცადნენ. მომიტინგეები სამართალდამცავებს პეტარდებს ესვრიან და ჯოხებს ურტყამენ, სამართალდამცავები კი დემონსტრანტებს რეზინის ხელკეტებით იგერიებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეები რადასგან უკრაინის მეამბოხეთა არმიის აღიარებას ითხოვენ.

უკრაინის უმაღლესმა რადამ დღევანდელ სესიაზე უარი თქვა კანონპროექტის განხილვაზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის წლებში "ორგანიზაცია უკრაინელი ნაციონალისტები - უკრაინის მეამბოხეთა არმიის" მიერ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის აღიარებას ეხება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა