სერგეი ლავროვი - დადგა დრო, პასუხი გაეცეს შეკითხვას - არიან თუ არა რუსეთი და ევროკავშირი სტრატეგიული პარტნიორები

სერგეი ლავროვი - დადგა დრო, პასუხი გაეცეს შეკითხვას - არიან თუ არა რუსეთი და ევროკავშირი სტრატეგიული პარტნიორები

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, დადგა დრო პასუხი გაეცეს შეკითხვას - არიან თუ არა რუსეთი და ევროკავშირი სტრატეგიული პარტნიორები თუ გეოპოლიტიკურ მეტოქეებად რჩებიან. მისივე თქმით, რუსეთისა და ევროკავშირის ურთიერთობები ჭეშმარიტების იმ მომენტამდე მივიდა, როდესაც უნდა გაირკვეს მათი განვითარების მომავალი ვექტორი.

"სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ერთმანეთს არცთუ ისე სასიამოვნო პირობებში ვხვდებით. ჩვენი უკანასკნელი შეხვედრის დროს ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ურთიერთობები რუსეთსა და ევროკავშირს შორის ჭეშმარიტების მომენტამდე მივიდა, როცა საჭიროა გადავწყვიტოთ ურთიერთქმედებების განვითარების ვექტორი და პასუხი გავცეთ შეკითხვას: ვართ თუ არა ერთმანეთის სტრატეგიული პარტნიორები თუ კვლავ გეოპოლიტიკურ მეტოქეებად ვრჩებით", - აღნიშნა სერგეი ლავროვმა მოსკოვში გამართულ ფორუმზე.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა