წარსულში საკმაოდ წარმატებული ფსიქოთერაპევტი და პედაგოგი ჰაიდემარი შვერმერი უკვე 16 წელია, რაც ბარტერის სისტემით ცხოვრობს.
71 წლის გერმანელი არც ცდილობს საკუთარ ცხოვრებაში რაიმე სახის ცვლილებების შეტანას. 1990-იან წლებში იგი დორტმუნდში ფსიქოთერაპევტად მუშაობდა. სწორედ ამ დროს შეამჩნია, რომ მისი პაციენტების უამრავი პრობლემა ფულს უკავშირდებოდა. მოგვიანებით, მან სოციალური ქსელი "აიღე და გაეცი" შექმნა. მისი წევრები ერთმანეთთან გაცვლა-გამოცვლას აწარმოებდნენ. მაგალითად, ზოგიერთები სხვებს ჭერის შეკეთებაში ეხმრებოდნენ, საპასუხოდ კი ძიძის დახმარებას იღებდნენ და ა.შ. თავდაპირველად, შვემერი საიტზე კონსულტანტის ფუნქციას ასრულებდა, თუმცა, მოგვიანებით, თვითონაც ჩაერთო სისტემაში. 1997 წელს მან უარი თქვა ფულზე, ამის შემდეგ იგი მთელ მსოფლიოში მოგზაურობს და ლექციებს კითხულობს. მთელი მისი ქონება ერთ ჩემოდანში ეტევა. ფინანსურ ოპერაციებს იგი ინტერნეტის მეშვეობით ახორციელებს. მაგალითად, სახლის ფულის გადახდის სანაცვლოდ, იგი ყარაულობს სახლს, რომელსაც ქირაობს. ქალი აცხადებს, რომ ასეთმა ცხოვრებამ იგი ბედნიერი ადამიანი გახადა. წარსულში ფსიქოთერაპევტი დოკუმენტური ფილმის გმირად იქცა და ავტობიოგრაფიული წიგნიც დაწერა სახელწოდებით - "ექსპერიმენტი: ფული ციდან. ჩემი ცხოვრება ფულის გარეშე".
52 წლის დანიელ შელაბარგერი, რომელიც ცნობლია ფსევდონიმით სუელო, ფულის გარეშე 2000 წლიდან ცხოვრობს. ამერიკელი მამაკაცი ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა, მუშაობდა მზარეულად. ცხოვრების წესი სუელომ ეკვადორში მოგზაურობის შემდეგ შეიცვალა, როდესაც ნახა, როგორც მუშაობენ ადგილობრივი გლეხები საკუთარ ფერმებში, არ ყიდულობენ მავნე პროდუქტებს და არ უყურებენ ტელევიზორს. დენიელმა გადაწყვიტა, რომ არ სურს იყოს დამოკიდებული სავაჭრო სისტემაზე. მან მიატოვა სამსახური და საცხოვრებლად გამოქვაბულში გადავიდა, სადაც ამ დრომდე ცხოვრობს. სუელო კენკრითა და ცხოველებით იკვებება, რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევების დროს იღუპებიან. თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს, იგი უფასო ბიბლიოთეკაში ატარებს, საიდანაც საკუთარ ბლოგს აწარმოებს. სუელო დარწმუნებულია, რომ ადამიანები იძულებულები ხდებიან, ფინანსური სისტემების მონებად იქცნენ, რომელთა ფუნქციონირებაში რაიმის შეცვლა არ შეუძლიათ. საკუთარი ექსპერიმენტით იგი ყველას მოუწოდებს დაბრუნდნენ გამოქვაბულებში, მიირთვან კენკრა. მისი თქმით, ფული აღარ უნდა წარმოადგენდეს ე.წ. აბსოლუტს.