სექსი, პირველი მამაკაცი და ქორწინება საუკეთესო მეგობართან

სექსი, პირველი მამაკაცი და ქორწინება საუკეთესო მეგობართან

ერთი შეხედვით არავისი საქმე არ არის, ვინ ვისზე გათხოვდება ან ცოლად ვის მოიყვანს, მაგრამ როდესაც პოპულარული ხარ, შენი პირადი ცხოვრება მუდმივად საზოგადოების განსჯის საგანია. ხშირად გაიგონებთ სიტყვებს, ''რა შეუფერებელი წყვილია'', ''როგორ იქცევიან'', ''რა აქვთ ამათ საერთო'', ''ეს გოგონა როგორ მოიყვანა ცოლად'' ან ''რატომ გათხოვდა მასზე'', მაგრამ ასეთი ფრაზები ახალშეუღლებულებს ნაკლებად აღელვებთ, ყოველ შემთხვევაში - საზღვარგარეთ მაინც და ბოლო წლებია - საქართველოშიც.

წარმოგიდგენთ წყვილებს, რომლებმაც სხვადასხვა დროს, ქორწინებითა თუ დაშორების უცნაური ფორმით, საზოგადოება გააოცეს.

საქართველოში პოპულარული სერიალის ''სექსი დიდ ქალაქში'' მსახიობმა სინტია ნიქსონმა 2012 წელს საკუთარ მეგობარზე იქორწინა. უჩვეულო ამ ქორწინებაში ალბათ არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი დეტალი - სინტიას მეგობარი ქალი, ქრისტინა მარინონია გახლავთ. არატრადიციული ორიენტაციის ქალბატონებმა რვაწლიანი ურთიერთობა ქორწინებით დაასრულეს. სინტიას ქორწილში კაროლინა ჰერერას დიზაინით შექმნილი კაბა ეცვა. წყვილს ერთი შვილი მაქს ელინგტონ ნიქსონ-მარინონი ჰყავს, რომელიც ქორწილამდე ერთი წლით ადრე სინტიამ გააჩინა. თუმცა სერიალის ვარსკვლავს კიდევ ორი შვილი ფოტოგრაფ დენი მოზესთან ჰყავს, რომელთანაც 15 წელი იყოფდა სარეცელს და ერთმანეთს 2003 წელს დაშორდნენ.

ფადი ასლისთან დაშორების შემდეგ ვერავინ იფიქრებდა, რომ ია ფარულავას მეოთხე ქმარი – ნიჭიერი გიტარისტი, ქართული საზოგადოებისთვის უცნობი ტარიელი გახდებოდა. ''ნიჭიერის'' სცენიდან ნათხოვი ხელი და სამუდამო სიყვარულის შეფიცვა საზოგადოებას ფარულავას მიერ პოპულარობისთვის ჩატარებული მორიგი ტრიუკი ეგონა, მაგრამ წყვილმა იმ ღამეს ჯვარი დაიწერა. ბედნიერი დასასრულის მიუხედავად, მათი ცხოვრება საკმაოდ უცნაურად წარიმართა. ტარიელის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსებზე ხშირად იას უწევდა თავის მართლება. ბოლოს კი ყველამ გაიგო, როგორ წაიკითხა სუარმა მეუღლის მესიჯები, სადაც პარიკმახერი მიშა გასიტაშვილი და ია ტარიელს არც თუ ისე კარგად მოიხსენიებდნენ. ამას მოჰყვა გიტარისტის აღშფოთება, ფანჯრის ჩამტვრევა, დაკარგული კატა – ზუზი, და წყვილის ცხოვრება ერთგვარ სერიალად იქცა.

მართალია, ია და ტარიელი შერიგდნენ, მაგრამ მალე ''ნიჭიერის'' ახალი სეზონი იწყება. ეთერში გამოჩენილ იას მუდმივად თან სდევს პოპულარობის ახალი ტალღა, რაც ტარიელს ხანდახან ზედმეტად ეჩვენება.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება