კახა მამულაშვილის პასუხი კრიტიკოსებს -''ნინა ნინაა და ლელა - ლელა''

კახა მამულაშვილის პასუხი კრიტიკოსებს -''ნინა ნინაა და ლელა - ლელა''

4 ოქტომბერს მოსკოვში ჩატარებული თბილისობის აღმნიშვნელი ღონისძიება გასული კვირის მთავარ აქტუალურ თემად იქცა. განსაკუთრებული კრიტიკის ქარცეცხლში მოყვა კონცერტის მონაწილე სამი ქართველი შემსრულებელი - ლელა წურწუმია, ნინო ჩხეიძე და ნინი ბადურაშვილი, თუმცა საგულისხმოა, რომ ცნობილი ადამიანების კომენტარებში, ძირითადად, ნინო ჩხეიძე ან მასზე მინიშნება ფიგურირებდა, ლელა წურწუმია კი არავის უხსენებია პირდაპირ.

კახა მამულაშვილი თავისი სტატუსით მოსკოვიდანვე გამოეხმაურა ატეხილ აჟიოტაჟს''ოკუპანტებისთვის სიმღერასთან'' დაკავშირებით და დაწერა, -''ყველა სტატუსი წავიკითხე გულმოდგინედ, ძალაუნებურად, ამ სტატუსების ლაიქების ავტორებსაც ჩამოვუყევი და ჩემთვის გასაგებია ყველაფერი... იმედია, ყველა თავის დაწერილზე პასუხისმგებელია, ოღონდ იმას არ''ვჭამ'', რომ ზოგადად, სხვაზე წერდით და ლელა არ გიგულისხმიათ... გაიგებენ, ვისაც ვგულისხმობ!..'' ამავე წერილში მან ვრცლად გასცა პასუხი ბრალდებებს, თუმცა ჩვენ პროდიუსერს მოსკოვში დავუკავშირდით, ვინაიდან მისი სტატუსის შემდეგ ამ თემაზე კომენტარები მაინც არ შეწყვეტილა. გავრცელდა ჭორი, რომ ლელა წურწუმიას თბილისობის კონცერტზე გამოსვლისთვის 12 ათასი დოლარი გადაუხადეს, თუმცა, როგორც მისი პროდიუსერი ამბობს, სიმღერები ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე შეასრულეს.

კახა მამულაშვილი:

- მოსკოვში ისედაც მივემგზავრებოდით, ვინაიდან ორ კორპორატიულ კონცერტში მონაწილეობა გვქონდა დაგეგმილი. გარდა ამისა, აქ დავრჩი, ვინაიდან ექვსი წლის შემდეგ ძლივს გავაკეთე ვიზა და მქონდა მოლაპარაკებები ლელასა და ნუცა ბუზალაძესთან დაკავშირებით ახალი წლის გეგმებზე.

დამირეკა ლელას ბიძაშვილმა მოსკოვიდან და მითხრა, რომ ყოველ წელს ქართველი ემიგრანტებისთვის ღია ცის ქვეშ ეწყობოდა დღესასწაული, სადაც ბიზნესმენებს გამოჰქონდათ თავიანთი ნაწარმი, მოსკოვურ რესტორნებს - თავიანთი, იყო მხატვრების გამოფენა და სხვა კულტურული ღონისძიებები... ასევე მითხრა, რომ თბილისიდანაც მიდიოდნენ ქართველი მომღერლები. ვუპასუხე, არ არის პრობლემა, მაგ პერიოდში ისედაც მანდ ვიქნებით და ორ სიმღერას ვაჩუქებ, თუ ასეა საქმე-მეთქი.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება