რუსეთი ნატოსთან დიალოგის გაგრძელების მომხრეა და აცხადებს, რომ თუკი ალიანსიდან რუსეთის მიმართულებით იქნება სიგნალი, რომ რუსეთი კვლავაც მოთხოვნადია მისთვის, როგორც პარტნიორი, ეს სიგნალი განხილული იქნება."იტარ-ტასის" ინფორმაციით, ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსანდრ გრუშკომ განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთი ნატოსთან თანამშრომლობის რეჟიმიდან არ გამოსულა. გრიშკოს განცხადებით, 1-ელ აპრილს მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, რუსეთმა დატოვა ყველა თანამშრომლობის პროექტი, მაგრამ სერიოზული პრობლემები დარჩენილია.
რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის განცხადებით, ნატოში არიან ადამიანები, რომლებსაც ეს ესმით და "თუკი ნატო არ გადავა რუსეთთან ურთიერთობის აშენების ცივი ომის სქემაზე, ასეთ შემთხვევაში არსებობს შანსები არა მხოლოდ პოლიტიკური დიალოგი განახლდეს, არამედ სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელიც თავისუფალი იქნება იდეოლოგიური სტერეოტიპებისგან".