ჰონგკონგში სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა

ჰონგკონგში სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა

ჰონგკონგში სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა. "ბიბისის" ინფორმაციით, პოლიციამ წიწაკის გაზი გამოიყენა მთავრობის სახლთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში მყოფი მომიტინგეების დასაშლელად. ადგილობრივი მედიის ცნობით, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. პოლიციამ 40-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

ჰონგკონგში საპროტესტო აქციები 27 სექტემბრიდან მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საარჩევნო კანონმდებლობას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც 2017 წელს ჰონგკონგში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევნებზე კანდიდატებს ჩინეთის ხელისუფლება შეარჩევს. დიდმა ბრიტანეთმა ჰონგკონგი ჩინეთს 1997 წელს გადასცა, შემდეგი ფორმულის "ერთი ქვეყანა - ორი სისტემა" შენარჩუნების პირობით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა