ცნობილი ადამიანები, რომლებმაც კიბო დაამარცხეს

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც კიბო დაამარცხეს

ანჯელინა ჯოლი

2013 წლის მაისში, ჰოლივუდის ვარსკვლავ ანჯელინა ჯოლის სარძევე ჯირკვლები მოკვეთეს, რათა მკერდის კიბოს განვითარების რისკი შეემცირებინათ. "ექიმებმა დაასკვნეს, რომ მკერდის ონკოლოგიური დაავადების განვითარების 87%-იანი რისკი მაქვს. როდესაც ამის შესახებ გავიგე, გადავწყვიტე რისკი მინიმუმამდე შემემცირებინა", - განაცხადა ჯოლიმ პრესასთან. მსახიობმა ასევე დასძინა, რომ ონკოლოგიური დაავადებების მიმართ გენეტიკურად არის მიდრეკილი. შეგახსენებთ, რომ ჯოლის დედა 56 წლის ასაკში კიბოს დაავადებასთან 10 წლიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.

რობერტ დე ნირო

ცნობილ მსახიობს რობერტ დე ნიროს პროსტატის კიბოს დიაგნოზი 60 წლის ასაკში, 2003 წელს დაუსვეს. "კიბოს აღმოჩენა საწყის სტადიაში მოხდა, ამიტომ ექიმები სრულ გამოჯანმრთელებას ვარაუდობენ", - განაცხადა დე ნიროს პრესმდივანმა, როდესაც პრესაში მსახიობის დაავადების შესახებ გაჩნდა ჭორები. გადატანილი ოპერაციის შემდეგ, მსახიობმა მალევე შეძლო ძალების აღდგენა და კიბოს დამარცხების შემდეგ, კიდევ 20-მდე ფილმში მიიღო მონაწილეობა.

კაილი მინოუგი

ავსტრალიელ მომღერალს კაილი მონიუგს კიბოს დიაგნოზი, ევროპული ტურნეს დროს, 2005 წელს, 36 წლის ასაკში დაუსვეს. დაავადების გამო, მომღერალს ტურნეს გაუქმება მოუხდა, რათა ოპერაცია და ქიმიოთერაპიის კურსი ჩაეტარებინა. მას შემდეგ, რაც მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მისმა თაყვანისმცემლებმა გაიგეს, მათ გადაწყვიტეს უკან არ დაებრუნებინათ ჩაშლილი კონცერტის ბილეთები და ამ გზით მხარდაჭერა გამოეხატათ მომღერლის მიმართ.

"როდესაც ექიმებმა დიაგნოზის შესახებ მითხრეს, ფეხებიდან მიწა გამომეცალა. მეჩვენებოდა, რომ უკვე მოვკვდი", - იხსენებს მომღერალი. კაილის ქიმიოთერაპიის რვათვიანი კურსის გადატანა მოუხდა. საბედნიეროდ, ამ დროისთვის მომღერალი სრულიად ჯანმრთელია. დაავადების დამარცხების შემდეგ, იგი საკუთარ კარიერას დაუბრუნდა და სათავეში ჩაუდგა ორგანიზაციას, რომელიც ქალებს ინფორმაციას აწვდის ონკოლოგიური დაავადებების შესახებ.

Anastacia

მომღერალმა ანასთეიშამ ონკოლოგიური დაავადებების შესახებ მხოლოდ ყურმოკვრით არ იცის. ამერიკელ მომღერალს მსგავსი დიაგნოზი ორჯერ დაუსვეს. პირველად, ეს 2003 წელს მოხდა, როდესაც ვარსკლავი 34 წლის იყო. "ცხოვრებაში ასე არასდროს შემშინებია", - იხსენებს ანასთეიშა იმ დღეს, როდესაც ექიმმა მას ავთვისებიანი სიმსივნეს დიაგნოზი დაუსვა. მომღერალი იძულებული გახდა სარძევე ჯირკვლის ამოკვეთის ოპერაცია გაეკეთებინა. მაშინ ექიმებმა დაავადების დამარცხება შეძლეს, თუმცა ის უკან 2013 წელს დაბრუნდა, მომღერალმა მკურნალობის მეორე კურსი ჩაიტარა და მეორედაც მოახერხა ამ მძიმე დაავადების დამარცხება.

"არ მისცეთ კიბოს თქვენი დამარცხების უფლება, იბრძოლეთ ბოლო წუთამდე", - მიმართა ანასთეიშამ კიბოთი დაავადებულ ადამიანებს. ამჟამად, მომღერალი სათავეში უდგას ფონდს, რომელიც ქალებს ინფორმაციას აწვდის. 

ჰიუ ჯეკმანი

2013 წლის ნოემბერში ამერიკელმა მსახიომა ჰიუ ჯეკმანმა განაცხადა, რომ მას კანის კიბო აქვს. "გთხოვთ, ნუ იქნებით სულელები, აუცილებლად მიდით ექიმთან", - წერდა მსახიობი. მან ასევე, ყველას მზისგან დამცავი კრემების გამოყენებისკენ მოუწოდა. კიბოს ფორმა, რომელიც ჯეკმანს აქვს, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეა.

მაიკლ დუგლასი

ამერიკელმა მსახიობმა 2010 წელს ქიმიოთერაპიის კურსი გაიარა, რადგან ექიმებმა ენაზე ავთვისებიანი სიმსივნე აღმოუჩინეს. იმ დროისთვის სიმსივნე კაკლის ზომის იყო. მსახიობი ენის და ყვედა ყბის ამპუტაციის რისკის წინაშე იდგა. უკვე 2011 წელს დუგლასმა განაცხადა, რომ მოახერხა დაავადების დამარცხება და თავს კარგად გრძნობს. "სიმსივნე გაქრა. ღორივით ვჭამ. როგორც იქნა, ყველაფრის ჭამა შემიძლია, რაც მომინდება", - აღნიშნა დუგლასმა.

როდ სტიუარტი

2000 წლის ივლისში მომღერალმა ფარისებრი ჯირკვლის ოპერაცია გაიკეთა. მოგვიანებით, 2001 წელს მან განაცხადა, რომ სრულიად განიკურნა. ამის შემდეგ, მან დაავადებას, როგორც ნიშანს შეხედა. როდმა ამერიკელ მორბენალს, ტერი ფოქსს, რომელმაც 19 წლის ასაკში კიბოს გამო ფეხები დაკარგა, ხოლო შემდეგ მთელი ქვეყანა შემოირბინა, სიმღერა დაუწერა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება