რუსეთში უცხო ქვეყნის მოქალაქე მედიასაშუალებას ვეღარ დააფუძნებს

რუსეთში უცხო ქვეყნის მოქალაქე მედიასაშუალებას ვეღარ დააფუძნებს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უცხოელი აქციონერების წილს რუსულ მედიასაშუალებებში 20%-მდე ამცირებს. რუსული მედიის ცნობით, აქამდე უცხოელებს მედიასაშუალებებში 50 პროცენტიანი წილის უფლება ჰქონდათ. წილის შეზღუდვის გარდა, ახალი კანონის თანახმად, რუსული მედიასაშუალების დამფუძნებელი ვერ იქნება უცხოეთის მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე პირი და რუსეთის მოქალაქე, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, ვადიმ დენგინის განცხადებით, კანონი ეხება რუსეთში ამჟამად მოქმედ 30-მდე მასობრივ საინფორმაციო საშუალებას. კანონი ითვალისწინებს გარდამავალ პერიოდს და რუსულმა მედიასაშუალებებმა კანონში გათვალისწინებული მოთხოვნები 2017 წლის 1 იანვრამდე უნდა მოიყვანონ ძალაში.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა