დიმიტრი მედვედევი - სანქციების გაუქმებამდე, აშშ-სთან ურთიერთობები არ გადაიტვირთება

დიმიტრი მედვედევი - სანქციების გაუქმებამდე, აშშ-სთან ურთიერთობები არ გადაიტვირთება

რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის განცხადებით, აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა არ მოხდება, ვიდრე რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ გააუქმებენ. ამის შესახებ რუსეთის პრემიერმა ტელეკომპანია CNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, სანქციებმა დიდი ზიანი მიაყენა რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს. "რა თქმა უნდა, ვიდრე სანქციები ძალაშია, აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა შეუძლებელია. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ეს სანქციები ჩვენ არ დაგვიწესებია, ეს საერთაშორისო თანამეგობრობაში ჩვენმა პარტნიორებმა მოიგონეს. როგორც ჩვენთან იტყვიან, ღმერთმა განსაჯოს. რა თქმა უნდა, ამ სანქციებს გადავიტანთ. ეჭვიც არ მეპარება, რომ გარკვეული დროის შემდეგ ეს სანქციები ძალას დაკარგავს, მაგრამ ის რომ მათ დიდი ზიანი მიაყენეს რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობას, ეს ფაქტია", - აღნიშნა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა.

როგორც დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, სამწუხაროა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა კაცობრიობის მთავარ საფრთხეებად პირველ ადგილზე ებოლა დაასახელა, მეორე რუსეთი და მხოლოდ მესამეზე - "ისლამური სახელმწიფო". რუსეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს სხვა არაფერია, თუ არა ტვინის აბერაცია (გადახრა) უწოდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა