ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტი მკაცრ დიეტაზე დასვა

ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტი მკაცრ დიეტაზე დასვა

ჰოლივუდის ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლი, რომელიც ცოტა ხნის წინ ელიზაბეტ მეორემ ღირსების ორდენით დააჯილდოვა, თავის მეუღლეს, ბრედ პიტს აიძულებს, დიეტა დაიცვას. საქმე როლის მოპოვებაში სულაც არაა, ანჯელინა არა სექსუალური ფორმისთვის, არამედ ჯანმრთელობისთვის ამყოფებს ქმარს დიეტაზე.

50 წლის ბრედ პიტი ძალისხმევას არ იშურებს სავარჯიშო დარბაზში და ისრაელის სპეცსამსახურების საბრძოლო ხელოვნებას ითვისებს. მსახიობმა უკვე ხუთი კილოგრამი დაიკლო, თუმცა ვარჯიშს მაინც არ წყვეტს. ანჯელინა მას ამხნევებს და ეუბნება, რომ კარგი ფორმისთვის ბრედს ყოველდღე სჭირდება საკუთარ თავზე მუშაობა.

ამჟამად ცოლ-ქმარი მალტის კუნძულ გოცოს მახლობლად ფეშენებელურ იახტაზე ცხოვრობს. ვარსკვლავური წყვილი იქ ახალ ფილმს იღებს.

მომზადებულია like.lb.ua-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება