გაეროს სპეცწარმომადგენელი დეკემბერში, ებოლას ვირუსით, კვირაში 10 ათასამდე ადამიანის დაინფიცირებას პროგნოზირებს

გაეროს სპეცწარმომადგენელი დეკემბერში, ებოლას ვირუსით, კვირაში 10 ათასამდე ადამიანის დაინფიცირებას პროგნოზირებს

გაეროს ებოლას ეპიდემიასთან ბრძოლის მისიის ხელმძღვანელის ენტონი ბენბერის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოება ვირუსის გავრცელების ტემპებს ვერ უსწრებს. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, გაეროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ვირუსი იმაზე სწრაფად ვრცელდება, ვიდრე მედიკოსები სათანადო ზომებს იღებენ.

ბენბერის განცხადებით, დეკემბრისთვის კვირაში 10 ათასამდე ადამიანის დაავადებაა მოსალოდნელი. მისივე თქმით, თუკი ებოლას შეჩერებას ვერ შეძლებენ, მსოფლიო აღმოჩნდება სრულიად უპრეცედენტო ვითარებაში, რისთვისაც მოქმედების გეგმა არ არსებობს. გაეროს წარმომადგენელი გამოდის მოწოდებით, გამოიყოს მეტი თანხა სამკურნალო დაწესებულებებისა და სამედიცინო პერსონალის დასაფინანსებლად. ბოლო მონაცემებით, ებოლას ვირუსით ამ დროისთვის 8914 ადამიანია დაავადებული და არსებობს საშიშროება, რომ კვირის ბოლომდე მათი რიცხვი 9 ათასამდე გაიზარდოს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა