რომის პაპმა ეკლესიებს გეების მიღებისკენ მოუწოდა

რომის პაპმა ეკლესიებს გეების მიღებისკენ მოუწოდა

ვატიკანი ოფიციალური განცხადებით გამოვიდა, რომელშიც ეკლესიებს საკუთარ წიაღში გეების მიღებისკენ მოუწოდებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ერთსქესიან წყვილებს გააჩნიათ ”პოზიტიური ასპექტები”. დოკუმენტი მომზადდა მრავალკვირიანი განხილვის შედეგად, რომელშიც მონაწილეობას 200 ეპისკოპოსი იღებდა. ეკლესიამ გადაწყვიტა, საკუთარი თავისთვის გაეკეთებინა გამოწვევა და თავის წიაღში ”ძმური ადგილი” გამოენახა არაჰეტერონორმატიული ადამიანებისთვის.

”გეებს აქვთ ნიჭი და თვისებები, რომლებიც მათ შეუძლიათ ქრისტიანულ საზოგადოებას შესთავაზონ. შეგვიძლია ჩვენ მივიღოთ ეს ადამიანები და ადგილი გამოვუყოთ ჩვენს სალოცავებში? მათ ხშირად სურთ ეკლესიასთან კონტაქტის დამყარება, რომელიც მათ სტუმართმოყვარე სახლად გაუხდებათ”, - წერია დოკუმენტში.

გარდა ამისა, პაპი ფრანცისკი ერთმორწმუნეებს მოუწოდებს, გახდნენ მომთმენნი და არ გამოიყენონ სიტყვა ”ბუნებისგან დაჩაგრული” გეებთან მიმართებაში.

დოკუმენტი, რომელსაც relatio post disceptationem ეწოდება, უნდა გახდეს მთავარი სადისკუსიო თემა სინოდის კრების მეორე კვირაში და კათოლიკურ კომუნებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მთელი წლის განმავლობაში.

მომზადებულია like.lb.ua-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა