ანგელა მერკელი - უკრაინაში ვითარების დეესკალაციის პროცესში გადამწყვეტი წვლილი რუსეთმა უნდა შეიტანოს

ანგელა მერკელი - უკრაინაში ვითარების დეესკალაციის პროცესში გადამწყვეტი წვლილი რუსეთმა უნდა შეიტანოს

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების დეესკალაციის პროცესში გადამწყვეტი წვლილი რუსეთმა უნდა შეიტანოს. როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს "ტვიტერზეა" აღნიშნული, მილანში, ევროპა-აზიის ეკონომიკური ფორუმის სამიტის ფარგლებში, გერმანიის კანცლერი რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შეხვდება.

მილანში დღეს და ხვალ ევროპა-აზიის ეკონომიკური ფორუმის სამიტი გაიმართება, რომელიც ევროპისა და აღმოსავლეთ აზიის 51 ქვეყანას აერთიანებს. უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამიტზე ერთმანეთს შეხვდებიან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. თუმცა, ამ დრომდე უცნობია, მათი შეხვედრა სხვა ლიდერების თანდასწრებით მოხდება თუ პირისპირ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა