"ისლამურმა სახელმწიფომ" ქალაქ კობანის ზოგიერთი რაიონიდან უკან დაიხია

"ისლამურმა სახელმწიფომ" ქალაქ კობანის ზოგიერთი რაიონიდან უკან დაიხია

"ისლამურმა სახელმწიფომ" სირია-თურქეთის საზღვრისპირა ქალაქ კობანის ზოგიერთი რაიონიდან უკან დაიხია. ინფორმაციას ამის შესახებ "ბიბისი" ავრცელებს. როგორც კობანის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილემ იდრის ნასანმა "ბიბისისთან" საუბრისას განაცხადა, "ისლამურმა სახელმწიფომ" დაკავებული ქალაქის 20 პროცენტზე მეტ ტერიტორიაზე დაკარგა კონტროლი. მისივე თქმით, მანამდე ტერორისტები ქალაქის 40 პროცენტზე მეტს აკონტროლებდნენ.

ქალაქი კობანი "ისლამურმა სახელმწიფომ" 16 სექტემბერს, რამდენიმე კვირიანი ბრძოლების შედეგად დაიკავა. სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ინფორმაციით, ქალაქში ჯიჰადისტებისა და ქურთებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად 662 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 374 ჯიჰადისტი, 268 ქურთი მებრძოლი და 20 მშვიდობიანი მოსახლე.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა