ბიჭოლა პარიზში უკრაინელ მეგობრებთან ერთად ისვენებს (+ ფოტო)

ბიჭოლა პარიზში უკრაინელ მეგობრებთან ერთად ისვენებს (+ ფოტო)

უკრაინელი მოღერალი ივან დორნი რამდენიმე დღით პარიზში გაემგზავრა. მას მეგზურობას მეუღლე ნასტია ნოვიკოვა და ახლო მეგობარი, ქართველი დიზაინერი ბიჭოლა თეთრაძე უწევენ. სამნი ერთად სეირნობდნენ შეყვარებულთა ქალაქის ქუჩებში და ტრადიციულად ეიფელის კოშკთან სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს.

აღსანიშნავია, რომ სამივე მათგანს ერთნაირი მაისურები ეცვათ, რომელსაც წარწერები მომღერლის შესახებ ჰქონდა ამოპრინტული. თავად ივან დრონს მაისურზე ეწერა ”დორნი არის მუსიკა”, მის მეუღლე ნასტიას - ”დორნი სიყვარულია”, ხოლო ბიჭოლას მაისურს ამშვენებდა წარწერა ”დორნი დარტყმულია”.

სავსებით შესაძლებელია, რომ მაისურების ორიგინალური იდეა დიზაინერ ბიჭოლას ეკუთვნოდეს. შესაძლოა, ასე გაუკეთა დიზაინერმა მეგობარს საჩუქარი.

მომზადებულია like.lb.ua-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება