აზია-ევროპის სამიტს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებიც ესწრებიან

აზია-ევროპის სამიტს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებიც ესწრებიან

მილანში, აზია-ევროპის სამიტის ფარგლებში მრავალმხრივი ფორმატის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებიც ესწრებიან. უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივნის სვიატოსლავ ცეგოლკოს ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი, იტალიის პრემიერი მატეო რენცი, ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ. შეხვედრის თემა უკრაინაში არსებული კრიზისია. მილანში მსოფლიო ლიდერები აზია-ევროპის ფორუმის სამიტზე დასასწრებად არიან შეკრებილი, რომელიც დღეს სრულდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა