სოსო პავლიაშვილს ცოლი მოჰყავს

სოსო პავლიაშვილს ცოლი მოჰყავს

პოპულარულმა მომღერალმა სოსო პავლიაშვილმა გადაწყვიტა, ოფიციალურად გაეფორმებინა ურთიერთობა ირინა პატლახთან, რომელთანაც უკვე 17 წელია სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფება. აღსანიშნავია, რომ წყვილს ორი შვილი ჰყავს, თუმცა, დღემდე ოფიციალურ ქორწინებაში არ იყვნენ. პავლიაშვილმა საკუთარ დიდი ხნის პარტნიორს, ხელი კონცერტის დროს, პირდაპირ სცენაზე სთხოვა, სადაც ირინა შვილებთან ერთად ავიდა. ცალ მუხლზე დამხობილმა პავლიაშვილმა მას ბეჭედი გაუკეთა და საკუთარი გული შესთავაზა.

შეგახსენებთ, რომ სოსო პავლიაშვილი და ირინა პატლახი ერთად 1997 წლიდან არიან. 2004 წელს წყვილს პირველი შვილი ეყოლა, რომელსაც ელისაბედი დაარქვეს. 2008 წელს ქვეყანას მეორე შვილი, სანდრა მოევლინა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება