პოლონეთში რუსი ჯაშუშები დააკავეს

პოლონეთში რუსი ჯაშუშები დააკავეს

რუსეთი კიდევ ერთ ჯაშუშურ სკანდალში გაეხვია. პოლონეთის ხელისუფლების მიერ ოთხშაბათს დაკავებული ორი პირიდან ერთი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ოფიცერი, მეორე კი იურისტია, რომლებიც რუსეთის დაზვერვისთვის მომუშავე ჯაშუში აღმოჩნდნენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლონეთის სეიმის დეპუტატმა მარეკ ბერნაცკიმ განუცხადა, რომელიც სპეცსამსახურების მოქმედებებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის წევრია. გუშინ აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა, რომელიც დაკავებული ჯაშუშების სკანდალს ეძღვნებოდა. დეპუტატის განცხადებით, შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებმა დაკავებულ ორ პირზე კომისიის წევრებს დახურული ინფორმაცია მიაწოდეს.

"დაკავებულები არიან პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოფიცერი და იურისტი, ორმაგი - პოლონეთ-რუსეთის მოქალაქეობით, რომლებიც რუსეთის დაზვერვის სამსახურისთვის აგროვებდნენ ინფორმაციას", - განაცხადა დეპუტატმა.

ოთხშაბათს, როდესაც აღნიშნული პირები დააკავეს, მათ შესახებ ქვეყნის ხელისუფლებას ოფიციალურად არ განუცხადებია, რომელი ქვეყნის სასარგებლოდ ეწეოდნენ ჯაშუშურ საქმიანობას. რუსეთს აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა