ჟანა ფრისკეს მანქანა მოპარეს

ჟანა ფრისკეს მანქანა მოპარეს

პოპულარულ რუს მომღერალს, ჟანა ფრისკეს, რომელიც სამკურნალოდ ჩინეთში გაემგზავრა, უცხოური მარკის ავტომობილი მოპარეს. მანქანა რიგაში, ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო გაჩერებული. მომღერალმა მთელი ზაფხული ლატვიაში გაატარა, სადაც ტვინის სიმსივნის მკურნალობის კურსის შემდეგ რეაბილიტაციას გადიოდა.

როგორც რიგის სამართალდამცავი ორგანოები იუწყებიან, მოპარული მანქანა, 2013 წელს გამოშვებული "რენჯ როვერი" ჟანა ფრისკეს და მის მეუღლეს დიმიტრი შეპელევს ეკუთვნოდათ. მანქანა 12 ოქტომბერს გაიტაცეს.

გატაცებული მანქანის სერიული ნომერი იყო ”777”. რა რეაქცია ჰქონდათ ავტომობილის ქურდობის ფაქტზე ფრისკეს და მის მეუღლეს, უცნობია. ფრისკე იმდენად მომჯობინდა, რომ უკვე თავად მართავდა ავტომობილს.

მომზადებულია like.lb.ua-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება