ინვალიდი თუთიყუში და პროთეზიანი ქათამი - ლუკას ზოოპარკი სახლში

ინვალიდი თუთიყუში და პროთეზიანი ქათამი - ლუკას ზოოპარკი სახლში

ფრინველები მის სახლში სიცოცხლეს ტრაგიკულად ასრულებდნენ. უვლიდა ინვალიდ თუთიყუშსა და პროთეზიან ქათამს, კატამ დაუსისხლიანა მთელი ოჯახი... ერთი სიტყვით, ზოოპარკის პიარ-მენეჯერს სახლშიც ყოველთვის ზოოპარკი ჰქონდა, თუმცა ძაღლი მშობლებმა არ მოაყვანინეს. ახლა საკუთარი ოჯახი აქვს და მისი გერმანული ნაგაზი უკვე ხუთი წლისაა. ბონო 60 კილოგრამს იწონის. მზია შარაშიძე, იგივე ლუკა, ახლა ვაკეში, მეუღლესთან, 2 წლის მართასთან, ბონოსა და თევზებთან ერთად ცხოვრობს.

- ძალიან მიყვარს ცხოველები და ფრინველები, ბავშვობიდან ყოველთვის გვყავდა შინ. თუთიყუშებთან დაკავშირებით საინტერესო ამბავს მოგიყვებით. ერთ-ერთი ინვალიდი იყო, პაწაწინა და სულ ტიტველი, ბუმბულები გასცვივდა. დანარჩენებს ოთახში რომ ვუშვებდით, დაფრინავდნენ, ერთობოდნენ. ეს ვერ დაფრინავდა და მოწყენილი უყურებდა ქვევიდან. მერე მამაჩემმა, სრულფასოვან ფრინველად რომ ეგრძნო თავი, ჭერამდე კიბე გაუკეთა. ადიოდა ამ კიბეზე და იჯდა ფარდის საკიდზე დანარჩენ თუთიყუშებთან ერთად. ოღონდ ჩამოსვლა არ იცოდა და ვარდებოდა.

- ბუმბული რატომ დასცვივდა?

- თავიდან ორი ერთად მოგვიყვანეს. მერე მეორე მოკვდა. ამან ინერვიულა და ნერვიულობის ნიადაგზე ბუმბული დასცვივდა. მას მერე ხან ვიტამინებს ვასმევდით, ხან მალამოებით ვმკურნალობდით. ამოუვიდოდა ერთი ბუმბული, გვიხაროდა მთელ ოჯახს, მერე მოსძვრებოდა ისევ. სხვათა შორის, ამან სხვა თუთიყუშებზე დიდხანს იცოცხლა. თუთიყუშების სასაფლაო მქონდა, რომ იხოცებოდნენ, მიმყავდა და პატივით ვკრძალავდი... წიწილებიც გვყავდა სახლში.

- სახლში ქათმები ადვილი მოსავლელი არ უნდა იყოს, მშობლებს იოლად იყოლიებდი შენს ახირებებზე?

- მთლად არ უხაროდათ, მაგრამ... მამალიც გვყავდა. ყოველ დილით აბაზანაში ყიოდა (იცინის). კიდევ ერთი ქათამი მყავდა, წიწილების გამოჩეკის შემდეგ, დიდხანს ჯდომისგან დამბლა დაეცა და ვეღარ დადიოდა. კიდევ ერთ ქათამს ფეხი არ ჰქონდა და მამაჩემმა ხის პროთეზი გაუკეთა. დადიოდა ასე ხის ფეხით. კაი ხანს იცოცხლა, კვერცხს მიდებდა ყოველდღე და იმას მაჭმევდნენ ჩემები დიდის ამბით. მერე კიკეთში ვისვენებდი და იქ ამომიყვანეს მანქანით, საბარგულში ჩასვეს და გაიგუდა.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება