ჟანა ფრისკე ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდა

ჟანა ფრისკე ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდა

ცნობილმა რუსმა მომღერალმა, ჟანა ფრისკემ ერთწლიანი მკურნალობის კურსი დაასრულა და მოსკოვში დაბრუნდა. ფრისკე მეუღლესთან და წლინახევრის ვაჟთან, პლატონთან ერთად ჩინეთში იმყოფებოდა, სადაც ონკოლოგიური დაავადების წინააღმდეგ მორიგი ქიმიოთერაპიული კურსი ჩაიტარა.

მანამდე მომღერალი რიგაში ისვენებდა, სადაც მთელი ზაფხული გაატარა და დაბადების დღეც აღნიშნა. ექიმების შეფასებით, ჟანას მდგომარეობა გაცილებით უკეთესია. მომღერალმა წონაში დაიკლო, ეტლზე უარი თქვა და დამოუკიდებლად დადის. თანდათან ნორმალურ ცხოვრებასაც დაუბრუნდა - ქუჩაშიც გამოდის, რესტორნებსა და მაღაზიებსაც სტუმრობს, სკვერებსა და პარკებშიც სეირნობს მეუღლესთან და შვილთან ერთად.

შეცვლილი გარეგნობის გამო თითქმის ვეღარავინ ცნობს, ამიტომ ცნობისმოყვარე თვალისგან დამალვასაც არ ცდილობს.

ჟანა ფრისკეს საშინელ ავადმყოფობას ერთი წელია ებრძვის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას მთელი ქვეყანა ადევნებს თვალს. მილიონობით გულშემატკივრის დახმარებით მომღერლისთვის 50 მილიონი რუბლი შეგროვდა, რითაც ჟანამ საკმაოდ ძვირადღირებული მკურნალობის კურსი ჩაიტარა გერმანიაში, აშშ-სა და ჩინეთში.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია super.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება