თურქეთი "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მებრძოლი ქურთებისთვის იარაღის მიწოდებაზე უარს აცხადებს

თურქეთი "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მებრძოლი ქურთებისთვის იარაღის მიწოდებაზე უარს აცხადებს

თურქეთი უარს აცხადებს კობანში, "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მებრძოლი ქურთებისთვის იარაღის მიწოდებაზე."ესოშიეთიდ პრესის" ინფორმაციით, ავღანეთიდან დაბრუნებულმა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თურქეთი მხარს არ დაუჭერს "ტერორისტულ ორგანიზაციას".

"თურქეთი არ დათანხმდება აშშ-ის მიერ სირიაში, "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მებრძოლი ქურთების ნებისმიერი სახით შეიარაღებას. სირიაში მებრძოლი ქურთების პარტია "დემოკრატიული კავშირი" (PYD) "ქურთების მუშათა პარტიის" თანასწორია, რომელიც ტერორისტული ორგანიზაციაა", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. თურქეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ სირიაში მებრძოლი ქურთები "ქურთების მუშათა პარტიის" სამხედრო ფრთაა, რომელსაც თურქეთი, ასევე აშშ-ი და ნატო ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ. გავრცელებული ინფორმაციით, წუხელ, აშშ-ის ვერტმფრენებით კობანში მყოფ ქურთ მებრძოლებს იარაღი, ამუნიცია და მედიკამენტები მიაწოდეს.

აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, აშშ-მა 135 ავიაშეტევა განახორციელა კობანში, "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ და მნიშვნელოვნად შეასუსტა მათი პოზიციები, თუმცა ამერიკული მხარის განცხადებით, კვლავ არსებობს საშიშროება, რომ "ისლამური სახელმწიფო" ქალაქზე კონტროლს დაამყარებს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა