დიმიტრი ტიმჩუკი - დონეცკის ოლქში რუსეთიდან სამხედრო ტექნიკის კოლონა შევიდა

დიმიტრი ტიმჩუკი - დონეცკის ოლქში რუსეთიდან სამხედრო ტექნიკის კოლონა შევიდა

აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთიდან სამხედრო ტექნიკის კოლონა და 500 რუსი სამხედრო შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ტიმჩუკი ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ ამვროსიევკაში რუსეთიდან 50 ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი შევიდა. დიმიტრი ტიმჩუკის განცხადებით, კოლონის ერთი ნაწილი ამვროსიევკაში დარჩა, მეორე ნაწილი კი, რომელიც 30 ერთეული ტექნიკისა და 300-მდე სამხედროსგან შედგება, კომსომოლსკოეს მხარეს გაემართა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა