უცნობმა პირმა კანადაში საპატიო ყარაულს ესროლა და პარლამენტში შეიჭრა

უცნობმა პირმა კანადაში საპატიო ყარაულს ესროლა და პარლამენტში შეიჭრა

კანადის პარლამენტში ინციდენტი მოხდა. "ბი-ბი-სის" ინფორმაციით, უცნობმა პირმა დღეს დედაქალაქ ოტავაში პარლამენტის შენობასთან ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი შენობაში შეიჭრა და 30-მდე გასროლა განახორციელა.

პოლიციამ აღნიშნული პირის ლიკვიდაცია განახორციელა. თვითმხილველთა განცხადებით, მამაკაცმა თავდაპირველად ცეცხლი იმ სამხედროებს გაუხსნა, რომლებიც პარლამენტთან ახლოს სამხედრო მემორიალთან საპატიო ყარაულში იდგნენ, რის გამოც ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიჭირა.

ამ დროისთვის ქვეყნის პრემიერმა სტივენ ჰარპერმა პარლამენტის შენობა დატოვა და უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა