შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები ჰელოუინის კოსტიუმებში (+ ფოტო)

შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები ჰელოუინის კოსტიუმებში (+ ფოტო)

მსოფლიო შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებმა ჰელოუინის დღესასწაული აღნიშნეს. მათი კოსტიუმების მთავარი თემა "უწმინდური ძალები" იყო. შესაბამისად, ვარსკვლავებიც ვამპირების, ზომბების, "მკვდარი პატარძლების", ჩონჩხებისა და ბნელეთის მოციქულების კოსტიუმებში მოევლინენ თაყვანისმცემლებს. მათი გამოსვლა ბევერლი ჰილზში გამართულ საღამოზე შედგა.

სინდი კროუფორდმა და მისმა მეუღლემ, რენდი ჰერბერმა გოთიკური სტილი აირჩიეს და მომღერალი შერი მეუღლესთან ერთად განასახიერეს. სინდიმ შავი პარიკი და შესაფერისი მაკიაჟი მოირგო, რომელიც ახალგაზრდა შერის იმიჯს მოგაგონებდათ.

მიშელ ტრახტენბერგმა ამ დღისთვის ტრადიციული სისხლიანი იმიჯი შეარჩია. შავი კაბითა და სახეზე სისხლის კვალით სტუმრებზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა.

მომღერალმა ჰილარი დაფმა კეთილი ძალების მხარე აირჩია და ფერიას კოსტიუმში გამოეწყო.

კეთილი ძალების გავლენა პერის ჰილტონსაც გადაედო, რომელიც წვეულებაზე მინი მაუსის კოსტიუმში მივიდა. მართალია ამ პერსონაჟისთვის მეტისმეტად სექსუალურად ეცვა, სამაგიეროდ, გვერდს მიკი მაუსი უმშვენებდა.

ფეხმძიმე მსახიობმა მოლი სიმსმა აღმოსავლელი მოცეკვევის იმიჯი შეარჩია. თავისი არჩევანი ასეთივე კაშკაშა ფერის პარიკით დააგვირგვინა, წელზე კი მონეტებიანი ქამარი მოიხვია.

იტალიელი მოდელი ელიზაბეტ კანალისი კანზასელ დოროთიდ გადაიქცა. თეთრი ბაფთებითა და კიკინებით დამშვენებულს ჩანთაში სათამაშო ძაღლი ტოტო ჩაესვა. ძაღლის "გადიდებული" ვარიანტიც თან ახლდა. ეს მისი მეუღლე ბრაიან პერი იყო.

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება