უკრაინაში 4 თვეში შესაძლოა, ადგილობრივი თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნებიც გაიმართოს

უკრაინაში 4 თვეში შესაძლოა, ადგილობრივი თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნებიც გაიმართოს

უკრაინაში 4 თვეში შესაძლოა ადგილობრივი თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნები გაიმართოს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პარტია "პეტრო პოროშენკოს ბლოკის" ლიდერმა, იური ლუცენკომ განაცხადა. ლუცენკო მიიჩნევს, რომ სასურველი იქნება, თუ რიგგარეშე ადგილობრივი არჩევნები 2015 წლის მარტში ჩატარდება.

"ჩვენ შევეცდებით მივაღწიოთ რიგგარეშე ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას მომავალი წლის მარტში", - აღნიშნა ლუცენკომ. მისივე თქმით, ეს საჭიროა იმისთვის, რომ ხელისუფლების სრული "გადატვირთვა" დასრულდეს და ჩამოყალიბდეს გამოკვეთილი რეფორმატული ძალები. ლუცენკო მიიჩნევს, რომ უნდა ჩატარდეს რეფორმები, რომლის მიხედვითაც მოხდება ხელისუფლების დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილებები გაიზრდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა