ერთსქესიანთა ქორწინება ამერიკის უკვე 32 შტატში გახდა შესაძლებელი

ერთსქესიანთა ქორწინება ამერიკის უკვე 32 შტატში გახდა შესაძლებელი

ამერიკის კიდევ ექვს შტატში ხელისუფლებამ ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონა. ამის შესახებ "დოიჩე ველე" იუწყება. ამგვარად, გამოცემის ინფორმაციით, ერთსქესიანთა ქორწინება ოფიციალურად ამერიკის 32 შტატშია დაშვებული.

ქვეყნის გენერალური პროკურორის ერიკ ჰოლდერის ინფორმაციით, ამ შტატების სიას დაემატა ალიასკა, არიზონა, აიდაჰო, ვაიომინგი, დასავლეთ ვირჯინია და ჩრდილოეთ კაროლინა. აღნიშნულ 32 შტატში ერთსქესიან წყვილებზე გავრცელდება ისეთი ფედერალური დახმარებები, როგორებიცაა დაზღვევა და ვეტერანთა შეღავათები. დანარჩენი 18 შტატიდან უმეტესობაში, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება არ არის ლეგალიზებული, ერთსქესიანი წყვილების რეგისტრაციაზე აკრძალვის სარჩელები განიხილება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა