ყველაზე ემოციური ნომერი, რომელმაც "ნიჭიერის" მაყურებელი აატირა

ყველაზე ემოციური ნომერი, რომელმაც "ნიჭიერის" მაყურებელი აატირა

"რუსთავი 2"-ის პროექტ "ნიჭიერის" სცენაზე მოცეკვავეები, თემურ არაბიძე და ქეთევან ზაზანაშვილი წარსდგნენ მაყურებლის წინაშე. წყვილმა მაყურებლისთვის იცეკვა, მაგრამ ეს არ იყო უბრალოდ ცეკვა... მათი ისტორია და სცენაზე წარმოდგენილი ნომერი დარბაზში მყოფთათვის და მაყურებლისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.  ქეთევანის მეწყვილე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა, თუმცა მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არსებობენ მხოლოდ განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ადამიანები. მისმა და ქეთის შესრულებულმა რუმბამ ატირებული დარბაზი ფეხზე დააყენა.

როგორც მოგვიანებით თემურ არაბიძემ ჟიურისთან საუბარში აღნიშნა, ის 2009 წელს ავარიაში მოჰყვა და მას შემდეგ ეტლს არის მიჯაჭვული.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება