სერგეი ლავროვი - რუსეთი უკრაინის საპარლამენტო არჩევნებს აღიარებს

სერგეი ლავროვი - რუსეთი უკრაინის საპარლამენტო არჩევნებს აღიარებს

რუსეთი უკრაინის უმაღლესი რადას არჩევნებს ცნობს, - ამის შესახებ რუსულ მედიასთან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. "ვფიქრობ, ვაღიარებთ უკრაინის არჩევნების შედეგებს, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია უკრაინაში გაჩნდეს ხელისუფლება, რომელიც ერთმანეთთან ბრძოლით კი არ იქნება დაკავებული და ქვეყანას ხან აღმოსავლეთისკენ გადაქაჩავს და ხან დასავლეთისკენ, არამედ ისეთი ხელისუფლება იქნება, რომელიც ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებით დაკავდება, რათა ყველა მოქალაქემ, იმის მიუხედავად, თუ რა ენაზე საუბრობს და რა პოლიტიკური შეხედულებები გააჩნია, უკრაინის შემადგენლობაში თავისი ადგილი იპოვოს და არ იდევნებოდეს პოლიტიკური თუ სხვა ნიშნებით, რაც ბოლო პერიოდში ხდებოდა", - აღნიშნა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ახალ რადასა და უკრაინის ახალ მთავრობაში არსებობენ ძალები, რომლებთანაც რუსეთს საუბარი შეუძლია. "ნებისმიერ შემთხვევაში, პარლამენტში წამყვანი ძალა გახდება პეტრო პოროშენკოს ბლოკი, რომელიც ჩვენ პრეზიდენტთან თანამშრომლობს მინსკის შეთანხმების თანახმად", - აღნიშნა სერგეი ლავროვმა. მინისტრი იმედოვნებს, რომ უკრაინის ხელისუფლებაში იქნებიან ის მინისტრები, რომლებიც პრეზიდენტის მიერ აღებულ კურსს ემხრობიან, რაც უკრაინაში მშვიდობის აღდგენასა და ეროვნული თანხმობისკენ არის მიმათული.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა