ის, რაც ჯერ არ იცით "ცოცარის" შესახებ - ვინ არის მამაკაცი, რომელმაც ფილარმონიაში პენისით დაუკრა

ის, რაც ჯერ არ იცით "ცოცარის" შესახებ - ვინ არის მამაკაცი, რომელმაც ფილარმონიაში პენისით დაუკრა

ტომას ჯალაკი, - ამ სახელითა და გვარით ''ნიჭიერის''სცენაზე 23 წლის ბიჭი გამოვიდა. როილზე ცოცრით უნდა დავუკრაო, რომ თქვა, ჟიურიმ რამდენჯერმე გაამეორებინა ეს სიტყვა. აღმოჩნდა, რომ ტომასს კარგად სცოდნია ძველი ქართული და ისიც, რომ ეს სიტყვა ძველ ქართულად მამაკაცის სასქესო ორგანოს ნიშნავს. სწორედ ფალოსით სცადა როიალის დაკვრა, თუმცა შემდეგ ტურში არ გადაიყვანეს. ტყავის შარვალსა და თეთრ პერანგში გამოწყობილმა ტომასმა ჯერ სტრიპტიზის ცეკვა სცადა, თეთრი პერანგი ტანზე შემოიხია, მერე შარვალი გაიხადა, ახდილ როიალს ამოეფარა, ხელები მაღლა ასწია და სხეული ჩართულ ფონოგრამას ააყოლა, იმ იმედით, რომ ყველას დაგვარწმუნებდა, რომ როიალზე სწორედ მამაკაცური ღირსებით უკრავდა.

ჩემი სათქმელი მაქვს, არ გამაწყვეტინოთ, შეკითხვებს მერე ვუპასუხებო, გვითხრა ინტერვიუს წინ.

- მე მაინტერესებს, ვინ არის საზოგადოება და სად არის საზოგადოება. ვინც ეპოქას ქმნის, თუ ვინც საქართველოს ისტორიას წერს? საზოგადოებას ორ ფენად ვყოფ, ლოიალური მაყურებელი, რომელიც ბოლომდე გისმენს და ესმის შენი და სკეპტიკური, ჩასაფრებული საზოგადოება, რომელიც ძირს გითხრის. ზუსტად ვიცი, რომ მაყურებელს ძალიან ბევრი შეკითხვა გაუჩნდება ''ნიჭიერში''ჩემი ნომრის ნახვის შემდეგ. ამიტომ მინდა, პასუხი გავცე მათ, ვინც ჩაკეტილია და 24 საათი, საჯდომის დაბუჟებამდე ზის კომპიუტერთან მხოლოდ ერთი მიზნით, რომ სხვა გააკრიტიკოს. ასეთი ხალხის აზრი არ მაინტერესებს. უამრავი კრიტიკული, სალანძღავი კომენტარი წავიკითხე ჩემ შესახებ, ბევრმა ტრადიციები შემახსენა. რომელ ტრადი-ციებზე მელაპარაკებიან, საქართველოს ისტორია არ იციან! მაგათ ტრადიციები ღვინის სმა, გათიშვა და მეორე დღეს ვინ სად აღებინა, იმის მოყოლა ჰგონია.

მე სპორტსმენი ვარ, ბოდიბილდერი. არ ვსვამ, არ ვეწევი, ვვარჯიშობ. პროფესიით ტელეოპერატორი ვარ. ''მაესტროზე''ვმუშაობდი. გადაღებული მაქვს ფილმი ''განწირულები''. და-ვამთავრე პოლიციის აკადემია. ვიყავი პირველი მანდატური რუსთავის ერთ-ერთ სკოლაში. კარგად ვიცი, ბავშვის და დიდის ფსიქოლოგიაც. ფსიქოლოგიაში არსებობს ტერმინი ''ჰალოეფექტი'', რაც ნიშნავს ერთი თვისებით ადამიანის განზოგადებას. როცა ადამიანი კარგად მღერის, იმას არ ნიშნავს, რომ მას კარგი ხასიათიც აქვს, ან კარგი კულინარიც არის. ერთი თვისებით, ნიჭით ან ქმედებით ადამიანის შეფასება არ შეიძლება.

- როგორ გგონია, ვინ გაგაკრიტიკებს?

- ცხოვრებაზე გამწარებული, დაბოღმილი ადამიანები, ''დევკა''გეები, რომლებსაც ცხოვრებაში არ გაუმართლათ.

- მართლა ასე ფიქრობ, რომ მხოლოდ ეს ნაწილი გაგაკრიტიკებს?

- ვინც მომისმენს და მიხვდება, რისი თქმა მინდოდა ამით, ნაკლებად კრიტიკული იქნება.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება